დიდი ბრიტანეთი მზადაა უკრაინაში თავისი ჯარები გაგზავნოს, თუმცა მხოლოდ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიცია“ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღესვე გაგზავნოს თავისი ჯარები უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.
„ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, უკრაინაში ბრიტანეთის ჯარები გავგზავნოთ. ისინი („მსურველთა კოალიცია“) მზად არიან მოქმედებისთვის, ისინი მზად არიან მოქმედებისთვის პირველივე დღიდან“, - განაცხადა ჰილიმ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, თუ რას გააკეთებენ ბრიტანელი ჯარისკაცები უკრაინაში, თუ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება ქვეყანას.
თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანულ ძალებს თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ.
ჰილის თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შექმნილი „მსურველთა კოალიციის“ მთავარი მიზანია უზრუნველყოს, რომ უკრაინა თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს და ჰქონდეს შეიარაღებული ძალების აღდგენის შესაძლებლობა, რათა მომავალში რუსეთის შეკავება უზრუნველყოს.
„საბოლოო ჯამში, უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის ან აგრესიის და გადაჯგუფებისა და წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი უკრაინის სიძლიერეა“, - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.