ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისა მომხრეებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეტაკებები გრძელდება.
წუხელ ქაიროს ტაჰირის მოედანზე დემონსტრანტებს მუბარაქის მომხრეებმა ცეცხლი გაუხსნეს.
"ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიჭრა, გაეროს მონაცემებით, ეგვიპტეში არეულობის დაწყებიდან 300-მდე ადამიანია დაღუპული და 4 ათასზე მეტი დაჭრილი.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში უკვე რამდენიმე კვირაა ასიათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის სასწრაფო გადაყენებას მოითხოვენ.