ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რისმაგ გორდეზიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს დაამთავრა. 1967-1976 წწ.-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1993-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იყო 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი.