აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან ნაბრძანები გვაქვს და ჩამოხსენითო - ამის შესახებ "ტორპედოს" ფანკლუბი, "ჯუნგლები" სოციალურ ქსელში წერს.
"ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, თუ რამდენად აპარტიულები ვართ.. თუმცა დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც თვალის დახუჭვა და ხმის არ ამოღება სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!!
2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ისევე როგორც ყოველ წელს, ჩვენ და ყველა სხვა გუნდების ფანები ვიხსენებდით იმას, თუ რა დაგვმართა ოკუპანტმა რუსეთმა.
2008 წლიდან დღემდე გვქონდა არაერთი სახის პერფორმანსი ამ ფაქტთან დაკავშირებით და არასდროს არავისგან, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.
2025 წლის 9 აგვისტოს, "იბერიასთან" გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, და ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან მის ჩამოხსნას. როცა ვიკითხეთ მიზეზი, თუ "რატომ?", პასუხი ასეთი იყო: "რუსეთის და პუტინის დედაც, მაგრამ კანონს ეწინააღმდეგება ნაბრძანები გვაქვს და ჩამოხსენითო".
არ დავიწყებთ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა დაგვმართა ოდითგანვე ოკუპანტმა რუსეთმა, მაგრამ როცა ბევრის აზრით დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში შენი ყველაზე დიდი მტრის შეურაცხყოფის უფლებას არ გაძლევენ და მზად არიან რუსეთზე და პუტინზე ცუდის თქმის გამო დაგაპატიმრონ ეს უკვე თავად განსაჯეთ, თუ რას ნიშნავს…
შეიძლება დღეს ტრიბუნიდან ბანერი ჩამოგვახსნევინეთ, მაგრამ ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით და მომავალშიც დაზარალდებით!!!
დედას შევე*ით რუსეთის, პუტინის და ყველა რუსეთუმე სამშობლოს გამყიდველი ნაბიჭვრის!!!
რუსეთი დედამოტ*ნული ოკუპანტია!!!
პუტინი ღორის შვილი ნაბიჭვარია!!!
დიდება ჩვენს გმირებს!!!
დიდება ჩვენს საქართველოს!!!" - წერს "ტორპედოს" ფანკლუბი, "ჯუნგლები" სოციალურ ქსელში