ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული სასამართლო პროცესების სტუდენტური კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართება.
გუნდები ჟიურის წინაშე წინასწარ დამუშავებულ კაზუსს წარმოადგენენ, რომელიც მკვლელობის რეალურ საქმეს ემყარება.
გამარჯვებული გუნდის წევრებს სპეციალურ სერთიფიკატებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გადასცემს.