საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება „ერთობა“ აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე გორში ჩავიდა.
"მებრძოლი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!" - "ერთობის" წევრმა გორის ციხიდან ბანერი გადმოფინეს.
ასევე, აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს გორის ცენტრში და ბანერზე ხელით დააწერეს დაღუპული გმირების სახელები.
დღის ბოლოს, გორში გამართული აქციის მონაწილეები თბილისში, გმირთა მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.
2024 წლის 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო მარათონისას ბიძინა ივანიშვილმა გორში თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, - თქვა მან.