„სილა რეჟიმს“ - სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მზია ამაღლობელმა პენიტენციური დაწესებულების მანქანიდან წარწერა აჩვენა.
ფოტოს გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.