დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს გამოაცხადებს.
4 აგვისტოს სასამართლომ მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა, რაც იურისტების შეფასებით, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.