რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგას იულია ტიმოშენკოს დაბადების დღე მიულოცა. საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა პუტინმა ტომოშეკოს ჯერ მისალოცი დეპეშა გაუგზავნა, შემდეგ კი ტელეფონით დაუკავშირდა და დაბადების დღე პირადად მოულოცა.
"მილოცვის გარდა, მან დადებითად შეაფასა იალტაში ტიმოშენკოსთან გამართული მოლაპარაკებები",_ განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.