საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მზია ამაღლობელის საქმეზე, სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, სისტემის მიზანი მზია ამაღლობელის სულიერად გატეხაა.
"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება - ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება“, - წერს ზურაბიშვილი.
დღეს, ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. მოსამართლე, ნინო სახელაშვილი მის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს.