ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს თქვენი სასჯელიც იქნება ბატონო პროკურორებო, ყელა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზიაამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვა.
"მახსოვს ერთხელ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, ბრალდების კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, [სილის გაწვნას] რომელი მუხლი ერგებაო.
ამას გვეკითხება პროკურორი, როცა გამომძიებელმა ისე შეკრა საქმე და მოიტანა სასამართლოში, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ.
დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებეწლი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართოში.
სისხლით დავიჭერო, შემპირდა [დგებუაძე], 4-დან 7 წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რა სასჯელი მერგება.
ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს თქვენი სასჯელიც იქნება ბატონო პროკურორებო, ყელა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში
ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედებისთვის, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი", - განაცხადა ამაღლობელმა "ბათუმელების" ცნობით.