ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, აქციის დროს დაკავებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებს. შეკრებილები დაკვებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციას, თბილისში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.
"თავისუფლება ყველა პოლიტტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, ქალს, რომელიც არის თავისუფალი სიტყვის სიმბოლო და თავისუფლება ნინო დათაშვილს. ეს გავს ნაზი შამანაურის ისტორიას და ეს არ უნდა განმეორდეს", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მომიტინგეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეეებს” , “არა არალეგიტიმურ მთავრობას”.
ფოტო: ტაბულა