ვვარაუდობ, რომ ლაშას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით - არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით - დაგიჭერენ, - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
“ლაშა პატრიოტია — საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა. სწორედ ამიტომ დააკავეს - უნდათ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ.
დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ ტიტუშკას მომიგზავნიან.
დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე - რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.
ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით - არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით - დაგიჭერენ.
მაგრამ ბოდიში და, ჩემს გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან - ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. და ჩვენ ბევრნი ვიქნებით - ამას ყველა ნახავს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა.