29 ივლისის ღამეს, რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ სალსკზე დრონები შეტევა იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან მასშტაბური ხანძრის შესახებ იუწყებიან.
ინფორმაციას ავრცვლებენ რუსული Telegram-არხებიც.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს დიდი ხანძარი, რომელიც, თვითმხილველების თქმით, სარკინიგზო კვანძის ტერიტორიაზე გაჩნდა.
სალსკი როსტოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთავარი სარკინიგზო კვანძია.
რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა დაადასტურა რკინიგზის სადგურზე თავდასხმის ფაქტი.
„ხანძარი რკინიგზის სადგურზე გაჩნდა, სამგზავრო მატარებელი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში 45 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული“, - განაცხადა სლიუსარმა.