ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ცინცაძემ საკუთარი სახელი არავის უნდა გამოაყენებინოს.
„ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ მისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო. ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაზე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება, ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ შუღლი შეეტენათ, ეს ადამიანები არიან მავნებლები. მათდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დასაწყისია, მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. უფრო წარმატებულები და უფრო მშვიდობიანები ვიქნებით. მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს, ერთმანეთს ვეღარ იტანენ უკვე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები დააჯილდოვა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, გიორგი ცინცაძემ ჯილდოზე უარი თქვა.