ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო, რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს, საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
"ბიძინას ჩინურმა მარადონამ, ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო.
ვნახოთ აბა, მე რა მახსოვს აქ, ყოველგვარი გუგლისა და Chat GPT-ს გარეშე:
2012 წელსვე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი რაც გააკეთა, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა რუსეთის ნომრიანი აგენტები. აი, რომ ჰკითხავ და არც დაგიმალავენ, ეგეთები: შკრილნიკოვი, ჩახალიანი, გევორქიანი და სხვები.
კოდორის ოპერაციის მონაწილეების (როცა რუსები გაანადგურეს კოდორში) უმეტესობა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ქართულ სამხედრო ბაზებზე რუსეთის ნომრიანი აგენტები დაძვრებიან და არც უარჰყოფენ ამას.
ქართულ ოცნებაში თუ კი ვინმე იყო, ვისაც დასავლეთში გამარჯობას ეუბნებოდნენ, ყველა გამოყარა ან პირუტყვად აქცია და აღარავინ ეკარება (ალასანიას თანაგუნდელები).
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე დეტალებში ჰყვება, როგორ ხვდებიან რუს ქაუნთერფართებს ბიძინას შსს მინისტრი და სუს-ის უფროსი, და როგორ ალაგებდნენ რაღაც თემებს.
რეჟიმის პროპაგანდა ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს.
ბიძინას გენერალური პროკურორი, რომელიც აქამდე მართავდა პროკურატურას (ახლა აჩოჩებენ), აშშ-მ დაასანქცირა საქართველოში პრორუსული ქსელის შექმნისა და პოლიტიკურ პროცესებზე პრორუსული გავლენების მოხდენის გამო.
ეს თუ არაა საკამრისი, იგივე ადამიანმა გვარი გადაიკეთა, ფარცხალაძიდან რომანოვი გახდა; ესეც თუ არაა საკმარისი - რუსეთის მოქალაქე გახდა; და ესეც თუ არაა საკმარისი - წითელ მოედანზე დარბის გეორგიევსკის ლენტით.
მეტი რა ქნას, რომ დავიჯეროთ რომ რუსია? რომ ბიძინამ ნომრიანი რუსი დასვა გენ.პროკურორად და ამართინა პროკურატურა თითქმის 13 წელი. მეტიც, ამ კაცს საშუალება მისცა მთელი მისი აქაური აქტივები შვილზე გადაეფორმებინა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რეგულაციით ამ კაცის გამო ხვრელი გააჩინეს ქართულ ფინანსურ სისტემაში.
ბიძინამდე საქართველოს ექსპორტი US-სა და EU-ში იყო ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი. ახლა ის არის დაახლოებით მეათედი (UK-ის ჩათვლით).
ბიძინამდე საქართველოს ექსპორტი დსთ-ში იყო დაახლოებით 50%, ახლა არის ექსპორტის დაახლოებით 70%. (თუ სწორად მახსოვს ეს რიცხვები, მაგრამ დიდი ცდომილება არ მექნება წესით).
ანუ, ისევ ჩამოვეკიდეთ “რუსულ ბაზარზე” თითქოს 2006 წელი არ ყოფილიყოს.
2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვაში არ გაკეთებულა პრაქტიკულად არაფერი და დღეს თავდაცვისუნარიანობით რეგიონში ვართ უკანასკნელი. ვის აწყობს ეს?
NATO-სთან ურთიერთობა ფორმალურადაა შენარჩუნებული და რეალურად, ინტეგრაციის პროცესი მკვდარია. ვის აწყობს ეს?
ქვეყანა არის სრულ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან და ვკარგავთ იმას, რაც წვალებით მოვიპოვეთ: EU-სთან თავისუფალი ვაჭრობა და ასოცირების ხელშეკრულება, შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა, საერთაშორისო ფინანსური დახმარებები, რომლებითაც რეგიონული მნიშვნელობის პროექტები უნდა დაფინანსებულიყო. ვის აწყობს ეს?
ნაცვლად კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისა, რაც იქნებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია ისევე, როგორც ყველაზე მშვიდობიან ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის წინაპირობა, ქვეყანა იქცა კონსოლიდირებულ დიქტატურად, რომელიც როდის აფეთქდება (უფრო მალე, ვიდრე გვიან) არავინ იცის. ვის აწყობს ეს?
ქვეყანა კარგავს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალს, რომელიც ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიას გაუადვილებდა დასავლური კაპიტალის მოზიდვას და რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებს დაეხმარებოდა დასავლეთში საკუთარი ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტში. ვის აწყობს ეს?
აი, მართლა უსასრულოდ შეიძლება წერა, საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია. უბრალოდ, დედამო%&ნული არ უნდა იყო და ცოტა საკუთარი ქვეყნის ისტორიას იცნობდე, მეტი არაფერია ამის დასანახად საჭირო.
მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვის აწყობს რომ ამ ქვეყნის ფორმალური მმართველი იყოს ერთი უბედური, მხდალი, დაკომპლექსებული, სოციოპათი, კომკავშირელი, რომელსაც ძლივს ეღირსა და იპოვა ვის დაემონოს უსიტყვოდ ძალაუფლებისა და ნაძალადევი პატივის სანაცვლოდ, და რომელსაც აგერ უკვე რამდენი თვეა არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ ელაპარაკება და პირდაპირ ეუბნებიან: ჩემი კუტუნია ბიჭი, მიდი რა, ერთი შენ უფროსს დაუძახე.
ჩემი დაკვირვებით, ჩვენთან ახლო მახლოში ეგეთი %ლეები ძირითადად რუსეთში ჰყავთ, რომელიც თურმე მტერი კი არა, “მტრის ხატი” ყოფილა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.