თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, 5 პირი დააკავეს.
"ტვ პირველის" ცნობით, დაკავებულებიდან 2 ადგილობრივია, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, ხოლო სამი სამოქალაქო ატივისტია, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებულების მხარდასაჭერად მივიდა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები არიან: გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.
ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი