ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აცხადებს, რომ სამი სენატორი MEGOBARI აქტის მიღებას აფერხებს.
„MEGOBARI აქტი, მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, შეფერხებულია სამი სენატორის, მარკვეინ მალინის, მაიკ ლის, რენ პოლის მიერ. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა: რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა“, – წერს ალექს რაუფოღლუ.
„MEGOBARI აქტი ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.