ბაღდათში, სოფელ როკითში, კაშხალზე ადამიანი ანკესით თევზაობისას დენის დარტყმით დაიღუპა - ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.