ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
“მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან.
სპეციალური ტექნიკა გზაშია, რათა აღნიშნული საგზაო მონაკვეთი გაიწმინდოს და ტრანსპორტის გადაადგილების აღდგენა შესაძლო მოკლე ვადაში იქნას უზრუნველყოფილი”,_ აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ბახმაროშიც. ძლიერი წვის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა.
ამ დროისთვის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხსა და ცაგერშიც.