საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას ეხმიანება და წერს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება.
"უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა ორმხრივი სარგებლების დასაცავად," - წერს შერაზ გასრი.