“ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ისინი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა .
მისი თქმით, ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს მათ ამ ღალატისთვის.
“ქართული ოცნება” არ შეასრულებს არანაირ ვალდებულებას, მოთხოვნას ევროკავშირთან, რადგან “ოცნებას” და ივანიშვილს განსაზღვრული აქვთ და არჩევანი აქვთ გაკეთებული რუსების და რუსული გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ, ამიტომაც მოლოდინი იმისი, რომ “ოცნება” რაღაცას შეცვლის, ამის მოლოდინი არავის არ ჰქონდა, ამიტომაც კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს ადამიანები არიან მოღალატეები
, რომლებსაც დეკლარირებულად აქვთ ხელი მოწერილი საქართველოს ღალატზე, ამიტომაც ბოლომდე ეცდებიან ბოლომდე გავიდნენ, რაც ნიშნავს საქართველოს სრულ ანექსიას და რუსეთთან მიერთებას. ამ დავალებით არიან ეს ადამიანები და ამ დავალების შესრულებას შეეცდებიან ეს ადამიანები ბოლომდე, მაგრამ ასევე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოღალატეობრივ მთავრობას, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს და შესაბამისი პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ.” - განაცხადა ანა წითლიძემ,