ლევან ხაბეიშვილი სახელფასო უწყისში მითითებული იყო, როგორც ანიტა. ის 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად და დღემდე გრძელდებოდა მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ლევან ხაბეიშვილმა, რომლის მეტსახელიც არის ანიტა... ეს მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო ის, როგორც ანიტა - ლევან ხაბეიშვილი. ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება. [...]
არცერთ სახელს და გვარს არ ვამბობ, ერთადერრთი რა სახელს და გვარსაც ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომელიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. კიდევე ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს ეგონა... კორუფცია არ არჩევს... სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში, მელაძეზე ვიცი. უწყისი არ ამიღია, ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არც თუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ საიმედო... არც თუ არასანდო - ორმაგი უარყოფა ნიშნავს," - თქვა ირაკლი კობახიძემ.