ლატვიამ საქართველოს დამატებით 55 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
"მივიღე გადაწყეტილება, საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო არასასურველ პირთა სიაში. ამ პირებს ლატვიაში შესვლაზე შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე.