“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ავადმყოფების და კრიმინალების ხელშია ეს ქვეყანა, - ამის შესახებ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოქმედებს არა ეროვნული, არამედ საკუთარი ინტერესებით.
“დიფსთეითი ამ ქვეყანაში თუ შეიძლება ვინმე იყოს, ეს არის ივანიშვილი. “ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავი იმ მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ანახებს თუ რა ავადმყოფების და კრიმინალების ხელშია ეს ქვეყანა, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის საკითხებს ათამაშებენ საკუთარი პიროვნული ინტერესების შესაბამისად და რამხელა საფრთხეა ამ ქვეყნისთვის, რომ ეს კრიმინალების ბანდა ივანიშვილის მეთაურობით მართავენ ამ ქვეყანას. ეს შემიძლია ვთქვა მხოლოდ ამ განცხადებაზე, რადგან ამ ადამიანებს ზუსტად აქვთ წარმოდგენილი და იციან რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა აკეთებს მსგავს განცხადებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას, რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის რეპრესიები და არიან პოლიტიკური პატიმრები, საუბრობენ რუსულ გავლენებზე და ზოგადად რას ნიშნავს, რომ 17 ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ საქართველოში ფაქტობრივად არის დიქტატორული რეჟიმი. ძალიან კარგად იციან ეს მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც განცხადება დაწერეს და გაავრცელეს და ძალიან ტრაგიკულია, რომ მნიშვნელოვან და ისტორიულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი ევროპელებთან, რომელიც შეიძლება ათწლეულების მანძილზე არ ჰქონოდა ამ ქვეყანას, ახლა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ პირადი ინტერესი და რუსული გავლენები.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბძჭომ გაავრცელა განცხადება როემლშიც აღნიშნულია: "18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს".
მანამდე გავრცელდა ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, 2025 წლის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში".