სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“ - მეშვიდე წელია ამბობს, პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერვინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი არის „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მეშვიდე წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერვინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? სინამდვილეში ხომ ამაზე უბრალოდ, უნდა ვიცინოთ. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, მერე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ასეთი შემთხვევები ჩვენ ადრინდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც თვითმარქვია მმართველები იყვნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.