იუსტიციის მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეხვედრა გამართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პაატა სალიამ და ლელა ჯანაშვილმა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი მონაცემთა უსაფრთხოების, მიზნობრივი გამოყენებისა და კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი.