“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს, თემთა პალატის წევრს, პრიტი პატელს შეხვდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ლიდერების თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობაზე.
პარტიის ლიდერებმა შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებზე, რეგიონისთვის საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, შავი ზღვის/სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე.
საუბარი ასევე შეეხებოდა სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების მნიშვნელობაზე.”- წერია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.