განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია მედიას შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ლაგაზაურმა თანამდებობა "საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა".
ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც ("ხარება") დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.
2024 წლის 19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს იმ დროინდელი მაღალჩინოსნები, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და ხარაზიშვილის მოადგილე მილერი ლაგაზაური დიდმა ბრიტანეთმა, მათ შორის, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო დაასანქცირა.