"საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "დროებას" ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
"ყაველაშვილის განცხადების მიზანი არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში არავინ მიიღოს მონაწილეობა და ეს დაბრალდეს მათ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას. ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი უსამართლობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდებიან და ოცნებას აძლევენ ხმას, ისინი დავტოვოთ მარტო იმედისა და რუსთავი 2-ის პირისპირ. მათ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს ძალა არ იმსახურებს მათ მხას და მხარდაჭერას, იმიტომ რომ ამ ძალას ეს ადამიანები ფეხებზე ჰკიდია და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.
ეს არ უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. ამიტომ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომლისთვისაც ხმის მიცემას შეძლებენ იმ პარტიის მხარდაჭერებიც, რომლებიც შეიძლება ბოიკოტში დარჩნენ. მე ხო არ ვამბობს, რომ ამა თუ იმ ქალაქის მერობის კანდიდატი უნდა იყოს პარტიული, არა ეს ნეიტრალური ხალხი უნდა ვიპოვოთ. ისეთი ხალხი, რომელითვისაც ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ იმ ხალს, რომლებიც სხვა დროს, სხვა პარტიას მისცემდნენ ხმას, შეიძლება ისეთს, რომლებიც ახლა ბოიკოტში არიან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.