კვლევის შედეგების მიხედვით იუ-ჯი-თის კომპანია Cisco-სგან Customer Satisfaction Excellence შეფასება მიენიჭა. ამით Cisco აღიარებს, რომ იუ-ჯი-თის კლიენტები მაღალ შეფასებას აძლევენ კომპანიის მომსახურებას Cisco-ს პროდუქტებისა და სერვისების მიმართულებით.
აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ კლიენტთა მომსახურების ხარისხი არის ფასეულობა რომელსაც იუ-ჯი-თი და Cisco ერთნაირად უმაღლეს დონეზე აყენებენ და რომელიც ჩვენი კომპანიების არსებული და მომავალი წარმატებების საწინდარია.
"Cisco კვლავ გააგრძელებს კლიენტთა მომსახურებაში უმაღლესი ხარისხის პარტნიორების გამოვლენას, ხოლო ჩვენი კომპანია კი ამ ხარისხის შენარჩუნება - გაუმჯობესებას, რათა მომავალშიც გავამართლოთ ჩვენი კლიენტების მაღალი მოლოდინები იუ-ჯი-თისა და Cisco-ს მომსახურების ხარისხისადმი."- აცხადებს იუ-ჯი-თის გენერალური დირექტორის მოადგილე.გიორგი მაისურაძე.