სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, მანამდე სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, ჩემი რჩევაა, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას.
„ჩვენ ბევრი ვიდავეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალობას ვერავინ გაექცევა. პირველ რიგში, თქვენ ის ტერიტორია, სადაც ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება, სამართლებრივი გაგებით, ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, იქ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს, აქ ვერ აგიხსნით ,რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლიო...“- აღნიშნა თეა წულუკიანმა, რასაც გიორგი გახარიამ ტყუილი უწოდა.
„ეს ტყუილია! მიდით პროკურატურაში და მიეცით ჩვენება, ვახო ხომ მიიყვანეთ?“- აღნიშნა გახარიამ, რასაც თავის მხრივ წულუკიანმა მოსთხოვა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ეხსენებინა.
„თქვენ სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, მანამდე სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, ჩემი რჩევაა“,- განაცხადა წულუკიანმა.
გახარია: მე წინაზე გთხოვეთ, რომ ვახოს თავი დაანებეთ თავის გაჭირვება ეყოფა-მეთქი, არ დაანებეთ თავი და ის კაცი ისე გააგდეს, ხვალე დასაჭერი არ გაგიხდეთ".