მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სესია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მომართვის საფუძველზე, 1-ელი ივლისიდან არის მოწვეული.
როგორც შალვა პაპუაშვილმა გასულ კვირას, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვისას განაცხადა, რიგგარეშე სხდომები 1 და 2 ივლისს გაიმართება. პაპუაშვილის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.