“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სათქმელი მკაფიოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ ე.წ არჩევნებში რეალურად სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ქუჩში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის აქტიური ბოიკოტის კამპანია, ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან.“- განაცხადა ანა წითლიძემ