ირანის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დამცველს შირნი ებადის ნობელის პრემია ჩამოართვა.
ებადის პრემია 2003 წელს მიენიჭა და ის გახდა პირველი მუსულმანი ქალი, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ნობელის პრემიის კონფისკაცია პირველი შემთხვევაა მისი არსებობის 108 წლის განმავლობაში.
შორნი ებადი ირანის პირველი მოსამართლე ქალია. ამჟამად იგი ლონდონში ცხოვრობს, თუმცა თავად პრემია _ მედალი ერთ-ერთი ირანის ბაკის საცავში ინახებოდა.
სწორედ ბანკიდან ამოიღო ირანის ხელისუფლებამ მედალი, სამი კვირის წინ. ამის შესახებ თავად ნობელიანტმა განაცხადა.
მისსივე თქმით, ამოღებულია საპატიო ლეგიონის ორდენიც.
ნორვეგიის, ქვეყნის, სადაც ნობელის პრემია გაიცემა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ისლამური ხელისუფლების მოქმედებას "შოკის მომგვრელი" უწოდა. ოფიციალურა ოსლომ მომხდართან დაკავშირებით პროტესტი განაცხადა.
თეირანის ოფიციალური პირების განცხადებით, შირნი ებადიმ ნობელის პრემიის მიღებიდან ხაზინას 410 ათასი აშშ დოლარი არ გადაუხადა, რაც მედლის კონფისკაციის მიზეზი გახდა.
შირნი ებადის განცხადებით ასეთი სახის ჯილდოები გადასახადებით არ იბეგრება.
უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე ხნის წინ ირანის ხელისუფლებამ შირნი ებადის მეუღლე დააკავა.
შირნი ებადიმ ირანი პრეზიდენტის არჩევნების დღემდე ერთი დღით ადრე დატოვა და ესპანეთში გასამართ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგავრა. არჩევნების შემდეგ ქვეყენაში განვითარებული მოლენების გამო იგი სამშობლოში არ დაბრუნებულა.