პოლიტპატიმარია გივი თარგამაძე და მისი დაკავებაც ისეთივე აბსურდია, როგორც ნებისმიერის, ვინც ამ უკანონო კომისიის დავალებით დააკავეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი
“პოლიტ პატიმარია გივი თარგამაძე და მისი დაკავებაც ისეთივე აბსურდია, როგორც ნებისმიერის, ვინც ამ უკანონო კომისიის დავალებით დააკავეს. არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს იმასთ თუ ვისზე რა შეხედულება მაქვს მათი პოლიტიკური წარსულის თუ დღევანდელი პოზიციების მიმართ, დღეს ყველა პოლიტ პატიმარია!
პოლიტიკური პატიმიარია ზვიად რატიანი, მიუხედავად შსს-ს მიერ გავრცელებული "მტკიცებულებებისა".
ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა პოლიტ პატიმრებს!” – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დააკავეს. მას ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
დღესვე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7- თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.