აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას სერიოზული ზიანი მიადგა ირანის ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის მიერ ბოლოდროინდელი მიზანმიმართული დარტყმების შედეგად.
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ირანის ბირთვული პროგრამისთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე.
„ეს მოიცავს ისტორიულად სანდო და ზუსტი წყაროდან მოპოვებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა და მისის აღდგენისთვის რამდენიმე წელი იქნება საჭირო.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აგრძელებს დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას სანდო წყაროებიდან, რათა უზრუნველყოს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები და ზედამხედველობის ორგანოები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი“, - განაცხადა რეტკლიფმა.
მისი განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო საზოგადოებას შეძლებისდაგვარად აცნობებს მოვლენების განვითარების შესახებ, „ამ საკითხის ეროვნული მნიშვნელობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სურვილის გათვალისწინებით“.