ჰაკერმა ჰელმა ლიბერალური საზოგადო მოღვაწეების _ ვალერი ნოვოდვორსკაიასა და კონსტანტინე ბოროვოის LiveJournal -ი გატეხა. ამის შესახებ თავად ჰელმა აღნიშნა საკუთარ ბლოგში "ვირტუალური ინკვიზიცია".
ნოვოდვორსკაიამ ბლოგის გატეხის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" დაადასტურა. "ჩვენი საფოსტო ყუთი გატეხილი და დაბლოკილი იყო", _ აღნიშნა ნოვოდვორსკაიამ.
ნოვოდვორსკაიას თქმით, LiveJournal -ის დაზიანების გამო იგი ინტერნეტაუდიტორიას მიკრობლოგ twitter-ის სერვისით მიმართავს.