საქართველოში მიმდინარე კულტურული პროექტების შესახებ მალე ტელეარხ "მეცოს" მაყურებელიც შეიტყობს. ტელეარხზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის საახალწლო კონცერტი გაშუქდება.
ამასთან, საქართველოს მთავრობა კლასიკური და ჯაზმუსიკის იტალიურ ტელეარხ "მეცოსთან" ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.