"ქართულმა ოცნებამ" ამერიკელებთან და ევროკავშირთან უკანასკნელი კავშირი ჩახსნა, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ლევან დავითაშილის ვიცე-პრემიერიობიდან გადადგომას.
ხიდაშელი წერს, რომ სწორედ დავითაშვილი იყო ერთადერთი, ვისაც მთავრობიდან ვინმე ელაპარაკებოდა. ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ყველაფერი იმაზე ცუდადაა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენს.
"დავითაშვილის გაშვება რას ნიშნავს ხომ ხვდებით ყველა?
სულ სულ სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან!
ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან რომელსაც ვინმე ელაპარაკებოდა ტოვებს მთავრობას!
ყველაფერი არის იმაზე უფრო ცუდად ვიდრე ამის წაკითხვის მომენტში გაიფიქრეთ", - წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს