საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- ფინტექის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ინდუსტრია და როგორ შეცვალა იგი ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა ტენდენციებმა;
- შილის პირადი გამოცდილება — დამფუძნებლობიდან ვენჩურული კაპიტალის სამყარომდე: გაკვეთილები, გამოცდილება და მიგნებები;
- დღევანდელი ფინტექ რეალობა — სად იმალება შესაძლებლობები და რა რისკებზეა აუცილებელი ფოკუსირება;
- AI და ფინტექის შერწყმა — როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის წესებს და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს სტარტაპები;
- სტრატეგიული რჩევები კომპანიებისთვის — AI-ის ეფექტიანი ინტეგრაცია პროდუქტებსა და პროცესებში.
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.