გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი მზად არიან ირანთან დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რათა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა შემცირდეს”,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„ჩვენ ირანს ვთავაზობთ მყისიერ მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამაზე. ვიმედოვნებ, რომ ამ შეთავაზებას დათანხმდებიან,“ - აღნიშნა ვადეფულმა.
ვადეფული, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, თქვა, რომ ის ცდილობს დაეხმაროს ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დე-ესკალაციაში.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ თეირანმა მანამდე ვერ გამოიყენა კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა, თუმცა იმედოვნებდა, რომ დეესკალაცია „ჯერ კიდევ შესაძლებელია“.
„გერმანია, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, მზადაა. ჩვენ ირანს ბირთვულ პროგრამაზე დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ. იმედი მაქვს, რომ ეს წინადადება მიღებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
ვადრფულის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა „ასევე წარმოადგენს ამ კონფლიქტში მშვიდობის მიღწევის მთავარ წინაპირობას - რათა ირანმა საფრთხე არ შეუქმნას რეგიონს, ისრაელის სახელმწიფოს და ევროპას“.