საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში. ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, მელიასა და ჯაფარიძეს შეუერთდა ციხეში. ივანიშვილი თავის კონტროლს აძლიერებს, განსხვავებულ აზრს ანადგურებს და სასამართლო დამოუკიდებლობას აქრობს. უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა“, - წერს კოლსი.