საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა
როგორც “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრების მიზანი არის, აღდგეს ძლიერი ერთობა.
"ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით, თუ ა.შ.. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხვდით ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ჯგუფებს. შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს, ჩვენს რეგიონულ წარმომადგენელს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს.
მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ჩვენი საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და განმტკიცებას. მე ვხედავ რესურსს ერთობის აღდგენის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა. აზრები უნდა შეჯერდეს და აღდეს ერთობლივი პლატფორმა". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.