კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება მისი დაპატიმრების შესახებ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლახან მოითხოვა მოქმედი გუბერნატორის დაპატიმრება. იმედი მქონდა, რომ ამერიკაში ამ დღეს ვერასდროს ვიხილავდი.
არ აქვს მნიშვნელობა, დემოკრატი ხარ თუ რესპუბლიკელი, ეს არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც, როგორც ქვეყანას, არ შეგვიძლია, ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული უტყუარი ნაბიჯია“, - წერს დემოკრატი ნიუსომი X-ში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო, კალიფორნიის შტატის გუბერნატორ გევინ ნიუსომს დააპატიმრებდა.