ლონდონში ვიზიტისას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ალიანსის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ გამოაცხადებს.
ამის შესახებ ნათქვამია მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში, რომელიც მომზადდა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის.
„ნატო-მ თავისი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები 400%-ით უნდა გაზარდოს. თავდაცვის გეგმების განსახორციელებლად მეტი ძალები და შესაძლებლობები უნდა არსებობდეს“, - აღნიშნულია ტექტში, რომელიც
Reuters-ის ცნობით, ტექსტში ნათქვამია, რომ ათასობით დამატებითი ჯავშანტექნიკისა და ტანკის, მილიონობით საარტილერიო ჭურვის გარდა, ნატო-ს სჭირდება „ლოჯისტიკის, მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობების და სამედიცინო მხარდაჭერის გაორმაგება“.
გენერალური მდივანი ასევე განაცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის არსებობს რაიმე სახის სამხედრო საფრთხე და რომ ის „უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ არ გაქრება“.
„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, როგორ ავრცელებს რუსეთი ტერორს ზეციდან. ამგვარად ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ფარს, რომელიც იცავს ჩვენს ცას. ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი ნახტომი ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ძალა და შესაძლებლობა, რათა განვახორციელოთ სრულად ჩვენი თავდაცვითი გეგმები. ფაქტია, რომ საფრთხე არ გაქრება მაშინაც, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება“, – აღნიშნულია ტექსტში.