კინოსახლში ბენდის -- "ძველი ქალაქი" კონცერტი გაიმართა. ბენდის ხელძღვანელი, კომპოზიტორი ზაზა კალასონიაა იგი ამავდროულად ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.
ჯგუფის წევრები არიან:
გიორგი რევიშვილი - პიანისტი (ელექტრო როიალი). გიორგი რევიშვილი ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის დირიჟორი და მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ორკესტრის დირიჟორი და პედაგოგი - პიანისტი/კონცერტმაისტერია;
ერეკლე დიდია - ვოკალი;
ტატო ადეიშვილი - გიტარა;
ელეონორა გოგოლაშვილი - ვოკალი;
ეთერი გორაძე/იავუზი - ვოკალი;
ბენდმა გასტროლები ბაღდათიდან დაიწყო. დედაქალაქის შემდგომ კი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება.
აუცილებლად უნდა ითქვას, ისიც -- იტალიაში გასტროლებისას, ზაზა კილასონიას მუსიკით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა, მას "ქართველი ენიო მორიკონე" უწოდა. იგივე პარალელი გაავლო დირიჟორმა ჯანლუკა მარჩიანომ, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში 5 წელი მოღვაწეობდა.