აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, აცხადებს, რომ უკრაინამ არ უნდა თქვას უარი რუსეთთან მოლაპარაკებებზე, მაშინაც კი, თუ რუსეთი სტამბოლში შეხვედრამდე არ წარადგენს თავის „მემორანდუმს“ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების წინადადებებით. ამის შესახევ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კელოგმა უპასუხა შეკითხვას უკრაინის შესაძლო უარის შესახებ რუსეთთან სტამბოლში 2 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობაზე, თუ უკრაინული მხარე ამ დროისთვის რუსეთის წინადადებებს არ გაეცნობა.
„მე ვესაუბრე მათ მთავარ მომლაპარაკებელს, რუსტემ უმეროვს, რომელიც სტამბოლში შემდეგ შეხვედრაზე მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. მასაც ჯერ არაფერი უნახავს. მე ყოველთვის ვაფრთხილებდი მათ: ნუ იტყვით ასეთ რამეს, ნუ იტყვით, რომ არ მოხვალთ. თქვენ უნდა გამოავლინოთ განზრახვების სერიოზულობა“, - თქვა მან.
კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ზავის მიღწევა და მკვლელობების შეჩერებაა.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინას შესთავაზა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში, 2 ივნისს გაიმართოს.