თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე „სამართლიანობის მაგალითია“.
„სამართლიანობისა და მეგობრობის მაგალითია ზურა ჩემთვის! ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.