ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო.
ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.
უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.
ოთხშაბათს, ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა აღნიშნული გადაწყვეტილებები და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ბკლოკის სხვა წევრებს ცვლილებების შესახებ.